ზოგადი წესები და პირობები საგადასახადო ანგარიშგების მომსახურებების გაწევის მიზნებისთვის
პრეამბულა
წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები ყოველთვის ვრცელდება ონლაინ საგადასახადო ანგარიშგების და სხვა პროფესიონალურ მომსახურებებზე. ზოგადი წესები და პირობები ავსებს მოქმედ კანონმდებლობას. ზოგად წესებსა და პირობებსა და მოქმედ კანონმდებლობას შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მოქმედ კანონმდებლობას. თუ განაგრძობთ ამ ვებგვერდის დათვალიერებას და გამოყენებას, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დაიცავთ და დაემორჩილებით ზოგად წესებსა და პირობებს, რომლებიც ჩვენს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად არეგულირებს შპს „იოლი ფეისა“ და თქვენ შორის ამ ვებგვერდთან დაკავშირებულ საქმიან ურთიერთობებს. თუ არ ეთანხმებით ზოგადი წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდით, რადგან ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ასეთ არანაირ პრეტენზიაზე.
1. განმარტებები
1.1. „შპს იოლიფეი“ ან „ჩვენ“ ან „კომპანია“ - ვებგვერდის მფლობელები, რეგისტრირებული ოფისით: მინდელის ქ. N12, ბლოკი 1, ბინა 94ა, თბილისი, საქართველო. კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით, სარეგისტრაციო ნომერი: 405531214; 1.2. „თქვენ“ ან „მომხმარებელი“ - ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელი ან დამთვალიერებელი, რომელსაც სურს, წვდომა ჰქონდეს, გამოიყენოს და შეიძინოს მომსახურებები კომპანიის ვებგვერდის, მობილური აპლიკაციების ან ნებისმიერი სხვა პლატფორმების (შემდგომში მოხსენიებული როგორც „აპი“) გამოყენებით, რომლის მეშვეობითაც კომპანია ახორციელებს ზემოაღნიშნულ მომსახურებებს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი“); 1.3. „კონფიდენციალური ინფორმაცია“ - ყველა სახის ინფორმაცია, რომელსაც გამცემი მხარე იცავს სხვებისთვის შეუზღუდავი გამჟღავნებისგან, რომელსაც (1) გამცემი მხარე ან მისი წარმომადგენლები ასახელებენ, როგორც კონფიდენციალურ, შიდა და/ან მესაკუთრეობრივს გამჟღავნების დროს, ან (2) რომელიც გონივრულად უნდა იყოს გაგებული როგორც კონფიდენციალური, გამჟღავნების დროს, ინფორმაციის ხასიათისა და მისი გამჟღავნების დროს არსებული გარემოებების გათვალისწინებით. 1.4. „მომხმარებლის მონაცემები“ - ნებისმიერი შინაარსი, მასალები მონაცემები და ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი აწვდის კომპანიას პროფესიონალური მომსახურებების მისაღებად. მომხმარებლის მონაცემები და მისი ასლები არ იქნება კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი. მომხმარებლის მონაცემები ასევე შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან ამ პირისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით; 1.5. „ძალაში შესვლის თარიღი“ - ხელშეკრულების გაფორმების თარიღი ჩვენსა და თქვენ შორის ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გზით; 1.6. „ფორსმაჟორული შემთხვევა“- ნებისმიერი შემთხვევა, გარემოება ან მიზეზი კომპანიის გონივრულ კონტროლს მიღმა, რომელიც არღვევს მომსახურებების მიწოდებას. 1.7. „ზოგადი წესები და პირობები“ ან ხელშეკრულება - წინამდებარე ზოგად წესებსა და პირობებში მოცემული წესები და პირობები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ ხელშეკრულებას კომპანიასა და მომხმარებელს შორის საგადასახადო მომსახურების მიწოდების შესახებ და რომელიც არეგულირებს ჩვენს საქმიან ურთიერთობას; 1.8. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებები“ - ნებისმიერი ტიპის პატენტები, დიზაინის უფლებები, სასარგებლო მოდელები ან სხვა მსგავსი გამოგონების უფლებები, საავტორო და მასთან დაკავშირებული უფლებების, სავაჭრო საიდუმლოება, ნოუ-ჰაუს ან კონფიდენციალურობის უფლებები, სასაქონლო ნიშნები, სავაჭრო დასახელებები და მომსახურების ნიშნები და სხვა არამატერიალური საკუთრების უფლებები, იქნება ეს რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული, მათ შორის განაცხადები (ან განაცხადის უფლება) და რეგისტრაციები რომელიმე ზემოაღნიშნულზე, ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც წარმოიქმნება სასტატუტო ან საერთო სამართლით ან ხელშეკრულებით და იმის მიუხედავად იქნება ეს საბოლოო, ახლა არსებული თუ შემდგომში შეტანილი, გამოცემული თუ შეძენილი; 1.9. „პროფესიონალური მომსახურებები“ ან „საკონსულტაციო მომსახურებები“ ან „მომსახურებები“ - საკონსულტაციო მომსახურებები ან სხვა დაკავშირებული საგადასახადო მომსახურებები, რომელსაც კომპანია უწევს მომხმარებელს; 1.10. „მხარე ან მხარეები“ -კომპანია ან მომხმარებელი, ან ორივე, და მათი უფლებამონაცვლეები ამ უფლებებისა და ვალდებულებების ნებისმიერი ან ყველა ინტერესის გათვალისწინებით. 1.11. „წარმომადგენლები“ - მხარის პარტნიორები, თანამშრომლები, კონტრაქტორები, ქვეკონტრაქტორები, კანონიერი წარმომადგენლები, ბუღალტრები ან სხვა პროფესიონალი მრჩევლები; 1.12. „გადასახადები” - ყველა საოპერაციო გადასახადი, დაბეგვრის გადასახადი და მსგავსი ხარჯები (და მასთან დაკავშირებული პროცენტები და ჯარიმები), როგორიცაა სახელმწიფო ან ადგილობრივი გაყიდვების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი, საქონლისა და მომსახურების გადასახადი, ქონების გადასახადი ან მსგავსი გადასახადები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით; 1.13. „საგადასახადო ორგანო“ - სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახური (RS.ge). 1.14. „საგადასახადო პორტალი“ - საგადასახადო ორგანოს საგადასახადო ანგარიშგების ონლაინ სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომია https://rs.ge/-ზე.
2. თანხმობა
ა. წინამდებარე ზოგადი წესებისა და პირობებისა და სხვა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების („მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) აღიარებით, და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 16 იანვრის კანონის (No.5669-რს) შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. ბ. ამგვარად, თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „იოლი ფეიმ“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თავისი პერსონალური მონაცემთა ბაზის მონაცემთა ფაილებში და/ან საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემებში, მომსახურების გაწევის, კლიენტთა აღრიცხვის წარმოების, უფლება-მოვალეობების განხორციელების შესახებ შიდა პროცედურებისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და ზოგადი წესები და პირობებით. გ. ამგვარად, თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ მომსახურების მიწოდების მიზნებისთვის, მოწოდებული ინფორმაცია არის ჭეშმარიტი და ზუსტი და თქვენს პერსონალურ მონაცემებში რაიმე ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწვდით შპს „იოლი ფეის“ განახლებულ ინფორმაციას და შესაბამისი დოკუმენტაციის დედანის ასლებს. დ. წინამდებარე ზოგადი წესებისა და პირობების მიღებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით „ზოგად წესებსა და პირობებს“ და „მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას“, თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს ამ კუთხით;
ე. ამგვარად, თქვენ უფლებამოსილებას ანიჭებთ შპს „იოლი ფეის“ განახორციელოს ნებისმიერი ქმედება თქვენი პერსონალური მონაცემების კუთხით ქვემოთ მოცემული მიზნებისთვის, მათ შორის, მაგრამ არა ლიმიტირებულად, შეკრება, სისტემატიზაცია, შეგროვება, შენახვა, შესწორება (განახლება, მოდიფიკაცია), გამოყენება, გავრცელება (გადაცემის ჩათვლით), დეპერსონალიზაცია, დაბლოკვა, წაშლა/განადგურება, ტრანსსასაზღვრო გადაცემა, ასევე ნებისმიერი სხვა ქმედება თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში ზოგადი წესებისა და პირობების მოთხოვნების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
3. ზოგადი წესები და პირობების საგანი
ა. კომპანიამ მომხმარებელს უნდა გაუწიოს საგადასახადო დეკლარირების მომსახურება ინდივიდუალური მეწარმის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოში საგადასახადო პორტალის მეშვეობით წარდგენით. ბ. კომპანიამ მომხმარებელს უნდა გაუწიოს შემდეგ მომსახურებები:
1. მომხმარებლის საგადასახადო პორტალის მართვა მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.
- მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ამ უკანასკნელისთვის დახმარების გაწევა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის პროცესში;
- მომხმარებლის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა საგადასახადო პორტალის მეშვეობით;
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა გადასახადის გადახდის პროცედურასთან დაკავშირებით;
- ინდივიდუალური მეწარმეებისთვის კონსულტაციის გაწევა საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის შესახებ საგადასახადო კანონმდებლობის და მასში შესაძლო ცვლილებების/შესწორებების კუთხით. გ. მომხმარებელი თანახმაა გადაიხადოს წინამდებარე ზოგადი წესებითა და პირობებით გათვალისწინებული საფასური, მიაწოდოს მოთხოვნილი ზუსტი ინფორმაცია მომსახურების მიწოდების მიზნებისთვის და შეასრულოს თავისი ვალდებულებები სათანადოდ, კეთილსინდისიერად და განსაზღვრულ დროსა და ადგილას.
4. საკომისიო და გადასახადები.
ა. მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საკომისიო ყოველი თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა (ყოველთვიური გამოწერა) ან ძალაში შესვლის თარიღის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა (ყოველწლიური გამოწერა), პუნქტი 4.2-ში განსაზღვრული მომსახურების ვარიანტის მიხედვით.
ბ. მომხმარებელს უფლება აქვს, აირჩიოს შემდეგი გამოწერის პაკეტები:
- ყოველთვიური გამოწერის პაკეტი, რომელიც ავტომატურად განახლდება, თუ რომელიმე მხარის მიერ არ იქნება შეწყვეტილი ვადის ბოლოს ან ნებისმიერი შემდგომი ვადის ბოლოს, მეორე მხარისთვის 1 (ერთი) კვირით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით; ასეთი გამოწერის პაკეტის საფასური შეადგენს 25 (ოცდახუთი)ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
- წლიური გამოწერის პაკეტი, რომელიც ავტომატურად განახლდება, თუ რომელიმე მხარის მიერ არ იქნება შეწყვეტილი ვადის ბოლოს ან ნებისმიერი შემდგომი ვადის ბოლოს, მეორე მხარისთვის 60 (სამოცი) დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით; ასეთი გამოწერის პაკეტის საფასური შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
გ. თუ მომხმარებელი არ იხდის რაიმე საკომისიოს (და გადასახადებს) ზოგადი წესებისა და პირობების შესაბამისად, მაშინ, სხვა ხელმისაწვდომი ზომების გარდა, კომპანიას შეუძლია მომხმარებელს შეუჩეროს მომსახურებებით სარგებლობა ან პროფესიონალური მომსახურებების მიწოდება გადახდის განხორციელებამდე. კომპანიამ უნდა მიაწოდოს მომხმარებელს წინასწარი წერილობითი შეტყობინება ნებისმიერ ამგვარ შეჩერებამდე. ნებისმიერ საკომისიოს (და გადასახადს), რომელიც არ არის გადახდილი ვადაში, დაერიცხება პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღის 0.3%-ის ოდენობით.
დ. ყველა საკომისიოს და გადასახადის გადახდა უნდა განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის გზით კომპანიის საბანკო ანგარიშზე: ბანკი: სს „თიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: TBCBGE22; ანგარიშის ნომერი: GE35TB7729633060100001 ე. ყველა საკომისიო და სხვა გადასახადი, რომელიც მოცემულია ზოგადი წესებსა და პირობებში, ექვემდებარება მოქმედ გადასახადებს, რომლებიც დაირიცხება (და გადასახდელია) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკომისიოსთან ერთად.
5. ვადა, შეწყვეტა და ანაზღაურება
ა. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ ზემოთ პუნქტი 4.2-ის მიხედვით არჩეული გამოწერის პაკეტის შესაბამისად და ძალაში იქნება, თუ ვადაზე ადრე სხვაგვარად არ შეწყდება რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის შესაბამისად. ბ. ნებისმიერ მხარეს შეუძლია, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება:
5.1. ყოველწლიური გამოწერის პაკეტის შემთხვევაში: ა. ურთიერთშეთანხმების გზით, მეორე მხარისათვის 60 (სამოცი) დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით; ბ. 30 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი წესის არსებითი დარღვევის გამო (მათ შორის, მომხმარებლის მხრიდან გადახდის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში ამ ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი თანხის გადაუხდელობა), თუ დამრღვევმა მხარემ არ აღმოფხვრა ამგვარი დარღვევა 30 დღის განმავლობაში. გ. დაუყოვნებლივ, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, თუ მეორე მხარე განაცხადებს გაკოტრების შესახებ, ხდება გადახდისუუნარო, ახორციელებს დავალებას კრედიტორების სასარგებლოდ, ან სხვაგვარად არსებითად არღვევს ზოგადი წესებისა და პირობების მე-7 ან მე-15 მუხლებს. დ. ყოველწლიური გამოწერისთვის, თუ მომხმარებელი შეწყვეტს ხელშეკრულებას წერილობითი სახით ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპანია დააბრუნებს თანხას შემდეგი ფორმულის მიხედვით: X = Y - m*n X - დასაბრუნებელი თანხა Y - ყოველწლიური გამოწერის საფასური m - ყოველთვიური გამოწერის საფასური n - გამოყენებული თვეების რაოდენობა, შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნის თვის ჩათვლით
5.2 ყოველთვიური გამოწერის პაკეტის შემთხვევაში: ა. ურთიერთშეთანხმების გზით, მეორე მხარისათვის 30 (ოცდაათი) დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით; ბ. 7 (შვიდი) დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი წესის არსებითი დარღვევის გამო (მათ შორის, მომხმარებლის მხრიდან გადახდის თარიღიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ამ ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი თანხის გადაუხდელობა), თუ დამრღვევმა მხარემ არ აღმოფხვრა ამგვარი დარღვევა 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. გ. დაუყოვნებლივ, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, თუ მეორე მხარე განაცხადებს გაკოტრების შესახებ, ხდება გადახდისუუნარო, ახორციელებს დავალებას კრედიტორების სასარგებლოდ, ან სხვაგვარად არსებითად არღვევს ზოგადი წესებისა და პირობების მე-7 ან მე-15 მუხლებს. დ. კომპანიას უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ზოგადი წესებისა და პირობების მოქმედება მომხმარებლისთვის წერილობითი შეტყობინების მიწოდებით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გონივრულ ვადაში არ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მომსახურებების უზრუნველსაყოფად ან/და თუ მომხმარებლი რაიმე სახით აფერხებს/აჭიანურებს მომსახურებების მიწოდებას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა უკვე გადაიხადა საკომისიო იმ მომსახურებებისთვის,რომელიც არ განხორციელდა ამგვარი შეწყვეტის გამო, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებელი მომსახურებების საფასურის ანაზღაურება. ე. მომხმარებლის მიერ წინამდებარე ზოგადი წესები და პირობების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი ყველა საკომისიო და გადასახადი (მაშინაც კი, თუ მომსახურება არ არის გაწეული) არ ექვემდებარება ანაზღაურებას ან დაბრუნებას.
6. სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ა. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის წინაშე, იქნება ეს ხელშეკრულებით თუ დელიქტის შედეგად (მათ შორის გულგრილობა), კანონიერი მოვალეობის დარღვევისთვის, ან სხვაგვარად, რომელიც წარმოიშვა ამ ხელშეკრულების შედეგად ან მასთან დაკავშირებით შემდეგზე:
1. მოგების დაკარგვა;
- გაყიდვების ან ბიზნესის დაკარგვა;
- ხელშეკრულებების ან კონტრაქტების დაკარგვა;
- მოსალოდნელი დანაზოგების დაკარგვა;
- პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემების ან ინფორმაციის გამოყენების დაკარგვა ან გაფუჭება;
- ფირმის პრესტიჟის დაკარგვა ან დაზიანება; და
- ნებისმიერი არაპირდაპირი ან გამომდინარე დანაკარგი.
ბ. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის წინაშე მის კონტროლს მიღმა გაწეული მომსახურების გაჭიანურებაზე, მათ შორის, მაგრამ არა შეზღუდულად, სახელმწიფო ორგანოების, კომერციული ბანკების ან ნებისმიერი სხვა მესამე მხარეების ქმედებებზე (უმოქმედობაზე), მათ შორის პროცედურების დასრულების გაჭიანურებაზე. გ. კომპანიის კონტროლის მიღმა რაიმე მოვლენის შეფერხების შემთხვევაში, კომპანია დაგიკავშირდებათ რაც შეიძლება მალე, რათა შეგატყობინოთ დაგვიანების ეფექტის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისშესახებ. დ. კომპანია არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას ნებისმიერი კომპიუტერული ვირუსით, ჯაშუშური პროგრამით, საფრთხის შემცველი პროგრამით, „ვორმებით“ ან სხვა მავნე პროგრამებით გამოწვეული ნებისმიერ ზიანსა თუ შეფერხებაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კომპიუტერზე ან სხვა აღჭურვილობაზე, ან ფიშინგზე, გაყალბებაზე ან სხვა შეტევაზე, თუ ასეთი დაზიანება ან შეფერხება წარმოიშვა უხეში დაუდევრობის, თაღლითობის, განზრახ გადაცდომის ან ამ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად. ე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი საგადასახადო დეკლარაციის დროულად ვერ შევსებისა და წარდგენის ან არასწორი საგადასახადო გამოთვლების გამო, თუ ამგვარი შეცდომა და უზუსტობა არის მომხმარებლის ბრალი, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების დაგვიანების, არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და გადასახადების გადაუხდელობის ან/და გადასახადის გადახდის დაგვიანების გამო.
7. კონფიდენციალურობა
ა. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მეორესთან მიმართებაში:
1. საიდუმლოდ შეინახოს კონფიდენციალური ხასიათის ყველა ინფორმაცია (წერილობითი თუ ზეპირი) ამ შეთანხმების და მეორე მხარის ბიზნესისა და საქმის შესახებ, რომელიც მან მოიპოვა ან მიიღო წინამდებარე ხელშეკრულების დაწყებამდე წარმოებული დისკუსიების შედეგად ან მისი დადებისას ან მოქმედებისას (ინფორმაცია);
- სხვა მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაუმჟღავნოს ინფორმაცია მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა პირებს, გარდა მისი თანამშრომლების, აგენტების, კონსულტანტების ან ქვეკონტრაქტორებისა, რომლებიც მონაწილეობენ ამ ხელშეკრულების შესრულებაში; და
- გამოიყენოს ინფორმაცია მხოლოდ ამ ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით და არა სხვაგვარად საკუთარი ან რომელიმე მესამე მხარის სასარგებლოდ.
ბ. მე-7 მუხლის დადგენილებები არ ვრცელდება ინფორმაციის მთელ ან რომელიმე ნაწილზე იმდენად, რამდენადაც მიმღები მხარის მიერ შეიძლება ნაჩვენები იყოს, რომ ის არის:
- მიმღები მხარისთვის ცნობილი ამ ხელშეკრულების გაფორმების თარიღამდე და არ არის მიღებული პირდაპირ ან ირიბად გამჟღერებელი მხარისგან; ან
- მიმღები მხარის მიერ მიღებულია მესამე მხარისგან, რომელიც კანონიერად ფლობს ამგვარ ინფორმაციას და რომელიც არ იყო მიღებული რომელიმე პირის მიერ გამჟღერებელი მხარის მიმართ ნდობის ვალდებულების დარღვევით; ან
- საჯარო დომენში იმ ფორმით, რომლითაც მას ფლობს გამჟღერებელი მხარე, და არა რომელიმე პირის მიერ გამჟღერებელი მხარის მიმართ ნდობის ვალდებულების დარღვევის შედეგად; ან
- აუცილებელია ინფორმაციის გამჟღავნება, კანონიერი, სამართლებრივი ვალდებულების შესაბამისად, რომელიც აკისრია გამჟღერებელ მხარეს.
გ. ამგვარად, თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მეორის მიმართ, რომ ყველა შესაბამის თანამშრომელს, აგენტს, კონსულტანტს და ქვეკონტრაქტორს აცნობოს ინფორმაციის და მე-7 მუხლის დადგენილებების კონფიდენციალურობის შესახებ და, ზემოაღნიშნულის ზოგადობის შეულახავად, უზრუნველყოს თავისი თანამშრომლების, აგენტების, კონსულტანტების და ქვეკონტრაქტორების შესაბამისობა მე-7 მუხლის დადგენილებებთან. დ. ხელშეკრულებაში მოცემული ვალდებულებები კონფიდენციალურობის შესახებ ძალაში რჩება ამ ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, რითიც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს შეწყვეტა.
8. გარანტიები
ა. კომპანია იძლევა გარანტიას, რომ:
1. მას აქვს სრული უფლებამოსილება დადოს ეს ხელშეკრულება და უზრუნველყოს ზოგადი წესებითა და პირობებით გათვალისწინებული მომსახურებების მიწოდება; და
- ის გამოიყენებს სათანადო გამოცდილ, კვალიფიციურ და მომზადებულ პერსონალს, რომელიც გამოიყენებს ყველა შესაბამის უნარს და ძალისხმევას ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
ბ. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ:
- მის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ყველა ინფორმაცია არის ნამდვილი, ზუსტი, მოქმედი და სრული;
- ის არის მინიმუმ 18 წლის და აქვს უფლება შეიძინოს/მიიღოთ ის მომსახურებები ზოგადი წესებისა და პირობების ფარგლებში.
- მის მიერ ამ აპლიკაციის გამოყენება გამიზნულია შემოთავაზებული მომსახურებების შესაძენად ლეგიტიმური შეკვეთების განსახორციელებლად. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ არ გააკეთებს რაიმე სპეკულაციურ, ყალბ ან თაღლითურ მოთხოვნებს;
- მას ადრე არ ქონია შეჩერებული კომპანიის მიერ ან სხვაგვარად აკრძალული აპლიკაციის გამოყენება და მომსახურებების შეძენა;
- მას აქვს სრული უფლებამოსილება დადოს ეს ხელშეკრულება და ამით არ დაარღვევს რაიმე სხვა ხელშეკრულებას, რომლის მხარეც არის.
- ის შექმნის აუცილებელ პირობებს, რომ კომპანიამ სათანადოდ შეასრულოს თავისი ვალდებულებები (სწორი „ბილინგის“ ინფორმაციის, მისამართის მიწოდება, და ა.შ.);
9. ფორსმაჟორი
ა. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები არ იქნებიან პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობაზე ან არასათანადო შესრულებაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია მხარეთაგან დამოუკიდებელი გადაულახავი ძალით, მათ შორის: სტიქიური უბედურებები, უბედური შემთხვევები, ხანძრები (გარდა რომელიმე შესაბამისი მხარის მიერ გამოწვეული), ამბოხებები, რევოლუციები, სამხედრო მოქმედებები, გამოცხადებული კარანტინი ან სხვა სტიქიური უბედურება, რომლის კონტროლიც სცილდება მხარეთა გონივრულ შესაძლებლობებს; ბ. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორული გარემოებების გამო ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, იგი ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს მათი წარმოშობიდან ან/და შეწყვეტიდან 3 (სამი) დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ განთავისუფლდება დაკისრებული ვალდებულებისაგან; გ. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორული გარემოებების დასრულებისთანავე.
10. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
10.1. ვებგვერდის ყველა მასალა წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. ამგვარი მასალების კოპირება არ შეიძლება, გარდა იმ მოცულობისა, რაც საჭიროა მათი ონლაინ სანახავად. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ დაბეჭდოთ საიტის სრული გვერდები, ნაბეჭდი ასლების სახით თქვენი პირადი, არა საქმიანი გამოყენებისთვის. 10.2. ინტელექტუალური საკუთრების ფლობა ნებისმიერ ასლზე რჩება კომპანიას. 10.3. გარდა ნებისმიერი უფლებისა, რომელიც პირდაპირ მინიჭებული აქვს მომხმარებელს ზოგადი წესებისა და პირობების მეშვეობით, კომპანია ფლობს ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლებას ნებისმიერ შემდეგ გადამამუშავებელ ნამუშევარზე:
ა. საგადასახადო მომსახურება; ბ. მასალები; გ. დოკუმენტაცია; და დ. ნებისმიერი პროფესიონალური მომსახურება, მიწოდებას დაქვემდებარებული მომსახურება და სამუშაო პროდუქტები (მათ შორის, პროფესიონალური ან მიწოდებას დაქვემდებარებული მომსახურებების ნებისმიერი ტექნიკა, ცოდნა ან პროცესები), მიუხედავად იმისა, შემუშავებულია თუ არა მომხმარებლისთვის. 10.4. გარდა ნებისმიერი უფლებისა, რომელიც პირდაპირ მინიჭებული აქვს მომხმარებელს ხელშეკრულებით, მომხმარებელმა არ უნდა: ა. მოახდინოს კოპირება, თარგმნა, დაშლა, დეკომპილაცია, გადამამუშავებელი სამუშაოების წარმოება, რევერსიული ინჟინერია ან მიეცეს მომსახურებების ან კომპანიის ნებისმიერი მასალის შეცვლის უფლება (ან მცდელობა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილის); ბ) შეიყვანოს, შეინახოს ან გადასცეს ნებისმიერი შინაარსი ან მონაცემები Cloud სერვისზე ან მისი მეშვეობით, რომელიც უკანონოა ან არღვევს ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ უფლებას; ბ. აუაროს გვერდი ან შეუქმნას საფრთხე მომსახურებების მიწოდებას ან უსაფრთხოებას; ან გ. ამოიღოს შეტყობინებები კომპანიის საავტორო უფლებების და ავტორობის შესახებ.
11. ინფორმაციის სიზუსტე
11.1. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია იყენებს გონივრულ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს ამ ვებგვერდის შინაარსის სიზუსტე და განახლებულობა, იგი არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება იყოს უზუსტო, არასრული ან მოძველებული. კომპანია ეყრდნობა მესამე მხარეებს მოწოდებული ინფორმაციის დიდ ნაწილზე (იხ. ქვემოთ) და იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს მონაცემები, ცნობები და პროდუქტის ან მომსახურების სპეციფიკაციები, ან წვდომა დაუქვემდებაროს დამატებით წესებსა და პირობებს. 11.2. ამ ვებგვერდის შინაარსი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნებისთვისაა და არ ისახავს მიზნად რჩევის მიწოდებას, რაიმე შეთავაზების გაკეთებას ან რაიმე იურიდიულად განხორციელებადი ურთიერთობის სხვაგვარად შექმნასა და გამოწვევას კომპანიასა და თქვენ შორის. არ არის მიზანშეწონილი, ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობა, იქნება ეს საინვესტიციო მიზნებისთვის თუ სხვა. 11.3. კომპანია სრულად, კანონით ნებადართულ ფარგლებში, გამორიცხავს ყველა პასუხისმგებლობას, რომელიც გამოწვეულია საიტზე თქვენი წვდომით ან მისი გამოყენების შედეგად, მათ შორის (შეზღუდვის გარეშე) ნებისმიერი ზარალი (ფინანსური თუ სხვაგვარი) ან ზიანი, რომელიც გამოწვეულია პირდაპირ ან ირიბად რომელიმე ამგვარი ნდობის შედეგად. 11.4. კომპანია არ იღებს არანაირ ვალდებულებას თუ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სხვა ვებგვერდების შინაარსზე ან ფუნქციონალურობაზე, რომლებზეც შეიძლება წვდომა მოხდეს კომპანიის ვებგვერდის საშუალებით, და არც რაიმე პასუხისმგებლობას რაიმე ჰიპერბმულის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.
12. შეტყობინებები
ყველა შეტყობინება და კომუნიკაცია, რომელიც უნდა მიეწოდოს ან სხვაგვარად განხორციელდეს მომხმარებელთან, ჩაითვლება საკმარისად, თუ იგი ელექტრონული ფოსტით გაიგზავნება მომხმარებლის მიერ ვებგვერდის მეშვეობით მითითებულ მისამართზე. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული წინამდებარე ზოგადი წესებსა და პირობებში, მომხმარებელმა, მოთხოვნისამებრ, უნდა გაუგზავნოს კომპანიას ელ.ფოსტით მისამართზე Support@iolipay.com ყველა შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია. ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვლება მიწოდებულად და მიღებულად ელ-ფოსტაზე გაგზავნის დღის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს (იმ პირობით, რომ მიწოდებისას არ ყოფილა დაშვებული შეცდომა).
13. გამოყოფა
13.1. თუ ამ ზოგადი წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი/პირობა ან მუხლის/პირობის ნაწილი არის ან გახდება ძალადაკარგული, უკანონო ან არააღსრულებადი, იგი ჩაითვლება წაშლილად, მაგრამ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილის მოქმედებასა და აღსრულებაზე. 13.2. თუ ამ ზოგადი წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი/პირობა ან მუხლის/პირობის ჩაითვლება წაშლილად, მე-13 მუხლის მიხედვით, მხარეებმა უნდა აწარმოონ კეთილსინდისიერი მოლაპარაკება, რათა შეთანხმდნენ ჩანაცვლებულ დადგენილებაზე, რომელიც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად, მიაღწევს თავდაპირველი დადგენილებით განზრახულ კომერციულ შედეგს.
14. უარის თქმა
ერთი მხარის მიერ ამ ხელშეკრულების ან კანონით გათვალისწინებული რაიმე უფლების ან დაცვის საშუალების შეუსრულებლობა ან დაგვიანება არ წარმოადგენს უარის თქმას ამ კონკრეტულ ან სხვა უფლებაზე ან დაცვის საშუალებებზე და არც ხელს უშლის ან ზღუდავს ამ კონკრეტული ან სხვა უფლების ან დაცვის საშუალების შემდგომ განხორციელებას. ასეთი უფლების ან დაცვის საშუალების ერთჯერადი ან ნაწილობრივი განხორციელება ხელს არ შეუშლის ან შეზღუდავს ამ კონკრეტული ან სხვა უფლების ან დაცვის საშუალების შემდგომ განხორციელებას.
15. უფლების გადაცემა
კომპანიას უფლება აქვს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობები, იგივე პირობებით რაც წინამდებარე ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, სხვა ორგანიზაციას. ამ მუხლის დადგენილებების შელახვის გარეშე, მომხმარებელს არ აქვს უფლება დანიშნოს, გადასცეს, მიაგირაოს, დააკისროს, დადოს ქვეშეთანხმება, გამოუცხადოს ნდობა ან სხვაგვარად შეუთანხმოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ნებისმიერი უფლება ან ვალდებულება სხვა კომპანიას, ფირმას ან პირს, მანამდე კომპანიის წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე.
16. მესამე მხარის უფლებები
არავის, გარდა ამ ხელშეკრულებაში არსებული მხარისა, აქვს უფლება აღასრულოს მისი რომელიმე წესი.
17. მაკონტროლებელი კანონმდებლობა
წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები და სხვა დაკავშირებული დოკუმენტები, ხელშეკრულება მხარეებს შორის და ნებისმიერი დავა ან პრეტენზია, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია მის საგანთან ან ფორმირებასთან (მათ შორის, არასახელშეკრულებო დავები ან პრეტენზიები) რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
18. სამართალწარმოება
თითოეული მხარე შეუქცევადად ეთანხმება, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს აქვთ ექსკლუზიური იურისდიქცია, გადაწყვიტონ ნებისმიერი დავა ან პრეტენზია, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია ამ ზოგადი წესებთან და პირობებთან და სხვა დაკავშირებულ დოკუმენტებთან და მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებასთან ან მის საგანსა თუ ფორმირებასთან დაკავშირებით (მათ შორის, არასახელშეკრულებო დავები ან პრეტენზიები).
19. მთლიანი ხელშეკრულება
წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის, ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული, მხარეთა საქმიან ურთიერთობასთან მიმართებაში დადებული ხელშეკრულების დასრულებულ და ექსკლუზიურ ფორმულირებას. ყველა წინა განცხადება, დისკუსია და წერილობითი დოკუმენტაცია (მათ შორის, ხელშეკრულებები კონფიდენციალურობის შესახებ) გაერთიანებულია და ჩანაცვლებულია ზოგადი წესებითა და პირობებით და მხარეები უარს აცხადებენ რაიმე ფორმით მათ გამოყენებაზე. ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ წერილობითი ფორმით, ორივე მხარის ხელმოწერის საფუძველზე, გარდა ხელშეკრულებით ნებადართული შემთხვევებისა.