როგორ ვმუშაობთ
1️⃣ რეგისტრაცია
დარეგისტრირდი იოლიფეის სისტემაში. თუ ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი, დარეგისტრირდი აქ. აირჩიე პაკეტი და შეავსე ფორმა. ასევე, მიუთითე, თუ გჭირდება დახმარება მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად
2️⃣ გადახდა
გადახდის შემდეგ შეძლებ, სრულად ისარგებლო ჩვენი მომსახურებით. დარეგისტრირების დროს, სავარაუდოდ, მოგივიდოდა მეილი, სადაც აღწერილი იქნებოდა დეტალები, მაგრამ მაინც, იგივე ინფორმაცია და დეტალები შეგიძლია, ნახო აქ
3️⃣ შეტყობინებები
თქვენთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნოა. გვინდა, რომ თქვენთვისაც ასე იყოს. ამიტომ ჩვენ თავზე ვიღებთ იმის პასუხისმგებლობას, რომ დეკლარაციებისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება და გადასახადების გადახდის ვადები არ გამოგრჩეთ. ჩვენ ვიფიქრებთ თქვენს ნაცვლად, თქვენ კი ამ პროცესზე მხოლოდ 2 წუთს დახარჯავთ
4️⃣ ყოველთვიური დეკლარაცია
საგადასახადო დეკლარაცია უნდა გაიგზავნოს ყოველი თვის 1-დან 15 რიცხვამდე. ამისათვის მხოლოდ მარტივი ფორმის (ყოველთვიური რეპორტი) შევსება მოგიწევს, თუ მზად ხარ, აქ დააკლიკე და სისტემაში შესასვლელად მეილზე მიღებული პაროლი გამოიყენე
5️⃣ გადასახადის გადახდა
როგორც კი შენს საგადასახადო დეკლარაციას გავგზავნით, ჩვენგან წერილს მიიღებ, რამდენი უნდა გადაიხადო და როგორ. დაიმახსოვრე, გადასახადი უნდა გადაიხადო ყოველი თვის 15 რიცხვამდე. თუმცა რომ არ დაგავიწყდეს, ამაზეც ჩვენ ვიზრუნებთ და მეილით შეგახსენებთ ხოლმე