კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენ შესახებ
შპს იოლიფეი არის კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ რისთვის იქნება გამოყენებული თქვენი პერსონალური მონაცემები.
გამოყენებული ტერმინი „ჩვენ“, მოიცავს ორგანიზაციას და მის ბრენდს თანამშრომლებთან და წარმომადგენლებთან ერთად.
ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს მომსახურებებს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვა. ჩვენ დაწესებული გვაქვს უსაფრთხოების მკაცრი ზომები, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები და პროცედურები, რომლებიც რეგულარულად მოწმდება და კონტროლდება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვამუშავებთ ან ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ან თუ გსურთ დაგვეკონტაქტოთ ამ პოლიტიკის რომელიმე ასპექტთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამ განცხადების ბოლოში მოცემული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით.
ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის წაკითხვა უნდა მოხდეს ჩვენი ვებგვერდის გამოყენების წესებში/წესებსა და პირობებში მოცემულ ნებისმიერ შეტყობინებებსა თუ ვადებთან ერთად.
პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ
ჩვენ შევაგროვებთ თქვენ შესახებ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი წყაროებიდან:
- როდესაც დარეგისტრირდებით ჩვენთან ანგარიშის შესაქმნელად
- როდესაც ეწვევით ჩვენს ვებგვერდს ან ჩვენს სოციალურ მედია საიტებს
- როდესაც განახორციელებთ ჩვენთან კომუნიკაციას (ელექტრონული ფოსტით, ფოსტით, ტელეფონით, მიმოწერის ან სოციალური მედიის საშუალებით)
- „ქუქი-ჩანაწერებიდან“ და თქვენს მოწყობილობებზე თვალსადევნებელი მოწყობილობებიდან, სადაც თქვენ დაუშვით მათი გამოყენება
- მესამე მხარის მონაცემთა ბაზებიდან ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესაბამისად
თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება
მიზანი
| პერსონალური მონაცემების ტიპი
| სამართლებრივი საფუძველი
|
პროდუქციის ან მომსახურებების მიწოდება
| • თქვენი სახელი, სახლის ან ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან ონლაინ პირადობა ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ
• თქვენი დაბადების თარიღი, სქესი
• შესვლის (log in) ინფორმაცია
• საგადასახადო ანგარიში
• ინფორმაცია პირადი საშემოსავლო გადასახადის შესახებ
• ინფორმაცია RS.ge ანგარიშზე (შესვლა და პაროლი) | • ხელშეკრულების შესრულება
• სამართლებრივი ვალდებულებები
• თანხმობა |
მომხმარებელთა მომსახურების საკითხები
| • სახელი, ონლაინ პირადობა
• საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის, მაგრამ არა შეზღუდულად, მობილურის ნომერი/ელ.ფოსტის მისამართი)
• IP მისამართი, MAC მისამართი, მოწყობილობის ტიპი, აპები, ადგილმდებარეობა
• ინფორმაცია პირად საშემოსავლო გადასახადზე
• ინფორმაცია RS.ge ანგარიშზე (შესვლა და პაროლი) | • ხელშეკრულების შესრულება
• ჩვენი ბიზნესისა და ჩვენი მომხმარებლების დაცვა |
ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესრულება
| • სახელი, ონლაინ პირადობა, საკონტაქტო ინფორმაცია
• IP მისამართი, MAC მისამართი, მოწყობილობის ტიპი, აპები, ადგილმდებარეობა | • სამართლებრივი ვალდებულება
• მონაცემთა სუბიექტებისა და სხვათა საკვანძო ინტერესების დაცვა
• საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შესრულებული დავალების განხორციელება
• ლეგიტიმური ინტერესები ჩვენი ბიზნესის, პერსონალისა და მომხმარებლების დასაცავად |
ჩვენი მომსახურებების გაუმჯობესება და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი
სისტემები იყოს უსაფრთხო და განახლებული
| • შესვლის დეტალები, ვებგვერდები და მონახულებული ვებგვერდები
• IP მისამართი, MAC მისამართი, მოწყობილობის ტიპი, აპები, ადგილმდებარეობა
• როგორ იყენებთ ჩვენს ვებგვერდებს | ლეგიტიმური ინტერესები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი ინტერაქცია მომხმარებლებთან არის შესაბამისი, მუშაობს და ეფექტურია |
დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა,
დაკარგვის პრევენცია,
პერსონალის და მომხმარებლების დაცვა | • სახელი, ონლაინ პირადობა, საკონტაქტო ინფორმაცია
• შესვლის დეტალები, ვებგვერდები და მონახულებული ვეგვერდები
• გადახდის მეთოდები
• IP მისამართი, MAC მისამართი, მოწყობილობის ტიპი, აპები, ადგილმდებარეობა
• ისტორიული კომუნიკაციები და ანგარიშის შენიშვნები | • საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებული დავალების შესრულება
• ლეგიტიმური ინტერესები ჩვენი მომხმარებლების, ბიზნესისა და თანამშრომლების დასაცავად.
• სამართლებრივი ვალდებულება. |
ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენ შესახებ, საჭიროა ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად, როგორიცაა ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენ ვითხოვთ თქვენს თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თქვენ არ გაქვთ ვალდებულება, დაგვეთანხმოთ, თუმცა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ამ შემთხვევაში ვერ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით. ზოგიერთი გადაწყვეტილება ან ქმედება, რომელიც შეიძლება, განვახორციელოთ თქვენი ანგარიშის მართვის ან ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებისას, შეიძლება, მოიცავდეს სრულად ავტომატიზირებულ გადაწყვეტილებებს. თუმცა ჩვენ ყოველთვის მოგაწვდით საკონტაქტო დეტალებს, სადაც შეგიძლიათ მოითხოვოთ გადაწყვეტილების განხილვა ან მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენგან.
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება
შეიძლება, დაგვჭირდეს პერსონალური ინფორმაციის გაზიარება სხვა ორგანიზაციებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვასრულებთ ჩვენს სამართლებრივ ვალდებულებებს ან სადაც გვჭირდება მხარდაჭერა თქვენი საჭიროებების ან ჩვენი სახელშეკრულებო ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ასევე შეიძლება გავუზიაროთ ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებს, სადაც მიგვაჩნია, რომ ეს არის საჯარო ან ჩვენი თუ ამ სხვა მხარეების ლეგიტიმური ინტერესები. ეს სხვა მხარეები, როგორც წესი, არიან:
- თანამშრომლები (ცოდნის საჭიროების საფუძველზე), ბიზნეს პარტნიორები, მომწოდებლები და ქვეკონტრაქტორები, ნებისმიერი ხელშეკრულების შესასრულებლად, რომელსაც ჩვენ ვაფორმებთ მათთან ან თქვენთან;
- მესამე მხარის მომწოდებლები და მომსახურების მომწოდებლები იმდენად, რამდენადაც ისინი ეხმარებიან იოლი ფეის მისი სამართლებრივი/მარეგულირებელი ვალდებულებების შესრულებაში, მაგ. მომსახურების მომწოდებლები ფულის გათეთრების, თაღლითობის, კონტროლის და ა.შ. მიმართულებით;
- ანალიტიკოსები და საძიებო სისტემების პროვაიდერები, რომლებიც გვეხმარებიან საიტის და სხვა შერჩეული მესამე მხარეების გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციაში;
- ჩვენი მარეგულირებლები, სამართალდამცავი ან თაღლითობის პრევენციის სააგენტოები, ასევე ჩვენი იურიდიული მრჩევლები, სასამართლოები, მოქმედი დამოუკიდებელი სასამართლო მომსახურებები და სამართლიანი ფსონების დადების ორგანიზაციები და ნებისმიერი სხვა უფლებამოსილი ორგანო, ნებისმიერი ფაქტობრივი ან საეჭვო დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა
პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეიძლება, შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, დამოკიდებული იქნება იმ მიზნებზე, რისთვისაც შეგროვდა ისინი, გააუქმეთ თუ არა თქვენი თანხმობა და მოითხოვს თუ არა რაიმე სამართლებრივი ვალდებულება პერსონალური მონაცემების შენახვას (მაგალითად, რეგულაციების შესაბამისობისთვის) მონაცემთა შენახვის ჩვენი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად. იქ სადაც თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ მარკეტინგული მიზნებისთვის ან თქვენი თანხმობით, ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას მანამ, სანამ თავად მოგვთხოვთ შეჩერებას და ამის შემდეგ მცირე ხნით (რათა საშუალება გვქონდეს, რომ განვახორციელოთ თქვენი მოთხოვნა).
ადგილმდებარეობები, სადაც ჩვენ შეიძლება, გადავიტანოთ თქვენი პერსონალური მონაცემები
პერიოდულად, მომსახურების მომწოდებლები და ორგანიზაციები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, შესაძლოა, მდებარეობდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუმცა ჩვენ ყოველთვის გამოვიყენებთ ყველა გონივრულ ძალისხმევას და შევასრულებთ ყველა მოქმედ მოთხოვნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საკმარისად დაცულია. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი მომსახურების მომწოდებლებმა, ჩვენთან დადონ შესაბამისი დამუშავების ხელშეკრულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უსაფრთხოება
ჩვენ ძალიან მკაცრად ვითვალისწინებთ უსაფრთხოების რეგულაციებს, სტანდარტებს, მითითებებს და კონფიდენციალურობის კანონებს და ხელს ვუწყობთ უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც შეინარჩუნებენ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, მთლიანობას და ხელმისაწვდომობას. ჩვენ მივმართავთ გონივრულ ორგანიზაციულ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს, რათა დავიცვათ მომხმარებლის ჩვენ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან განადგურებისგან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ როდესაც ჩვენ გაძლევთ (ან თქვენ ირჩევთ) პაროლს,საშუალებას გაძლევთ, შეხვიდეთ/ისარგებლოთ ჩვენი საიტით/სისტემით თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. გთხოვთ, არ გაუზიაროთ პაროლი სხვას.
სამწუხაროდ, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის გადაცემა სრულიად უსაფრთხო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას ჩვენს საიტზე გადაცემული მონაცემების უსაფრთხოებაზე; ნებისმიერი გადაცემა თქვენი რისკის ქვეშაა. მას შემდეგ რაც მივიღებთ თქვენს ინფორმაციას, ჩვენ გამოვიყენებთ მკაცრ პროცედურებსა და უსაფრთხოების ნორმებს არაავტორიზებული წვდომის მცდელობების თავიდან ასაცილებლად.
თქვენი უფლებები
უფლების დახასიათება
| |
უფლება 1
წვდომის უფლება | თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ მკაფიო, გამჭვირვალე და ადვილად გასაგები ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ, რა მიზნით და რა სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას და თქვენს უფლებებს |
უფლება 2
უფლება, იყოთ ინფორმირებული | თქვენ შესახებ ჩვენ მიერ შენახულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება. იმის მიუხედავად, მონაცემების მიწოდება სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი; თუ სავალდებულოა – მათ წარდგენაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები |
უფლება 3
შესწორების შეტანის უფლება | უფლება, მოგვთხოვოთ, შევასწოროთ ჩვენ ხელთ არსებული ნებისმიერი არასწორი პერსონალური მონაცემი თქვენ შესახებ |
უფლება 4
წაშლის უფლება | უფლება, მოგვთხოვოთ, წავშალოთ ჩვენ ხელთ არსებული თქვენი პერსონალური მონაცემები. ეს უფლება იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც (მაგალითად): ჩვენ აღარ გვჭირდება პერსონალური მონაცემების გამოყენება იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც შევაგროვეთ ისინი; ან თუ აუქმებთ თანხმობას, თუ ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე; ან თუ აპროტესტებთ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებას. ეს უფლება არ არის აბსოლუტური და არ ვრცელდება, როდესაც არსებობს ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი მიზეზები |
უფლება 5
თანხმობის გაუქმების უფლება | თქვენი თანხმობის გაუქმების უფლება, იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით მას თქვენი პერსონალური მონაცემების გამოსაყენებლად (მაგალითად, მოგაწოდოთ მარკეტინგული ინფორმაცია ჩვენი მომსახურებების ან პროდუქტების შესახებ) |
უფლება 6
გამჟღავნების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება | უფლება, მიიღოთ ინფორმაცია, თუ ვისთვის იყო გამჟღავნებული თქვენი პერსონალური მონაცემები და ამ გამჟღავნების საფუძველი და მიზანი (ინფორმაცია დამმუშავებლების, ქვედამმუშავებლების, ერთობლივი კონტროლიორების შესახებ) |
უფლება 7
საჩივრის შეტანის უფლება | თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ მონაცემთა დაცვის შესაბამის ორგანოს. ეს არის საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური |
დაგვიკავშირდით
ამ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ან თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: Support@iolipay.com
ყოველთვის სიამოვნებით ვუპასუხებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებს, კომენტარებსა და თხოვნებს
ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მომავალში შევა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, გამოქვეყნდება ამ გვერდზე, და საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინებას მიიღებთ ელექტრონული ფოსტით. გთხოვთ, ხშირად გადაამოწმოთ ინფორმაცია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლებების ან ცვლილებების სანახავად.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლო განხილვა და განახლება განხორციელდა: 2022 წლის 27 ოქტომბერს